აჭარაში ორ დღეში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

05 ივლ 2021

4 და 5 ივლისს აჭარაში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 38 პაციენტი.

რეგიონის კოვიდმიმღები კლინიკა დატოვა ექვსმა პირმა. 

სამედიცინო დაწესებულებებში კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 7 პაციენტი, კლინიკებში მკურნალობას გადის 138 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში -195, ხოლო ონლაინ კლინიკაში 184 პირი.