ტენდერი შუახევის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის

04 ივლ 2021

შუახევში კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. გამოყოფილი მილიონი ლარით, შენობას სრული რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს.

პროექტის მიხედვით უნდა მოწესრიგდება როგორც ინტერიერი ასევე ექსტერიერი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ მოქალაქეებისთვის. მოეწყობა ახალი ელექტროგაყვანილობა. კეთილმოეწყობა ეზოც.