ჯიშიანი ძაღლების გამოფენა

03 ივლ 2021

ბათუმში ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა, სადაც სხვადასხვა კატეგორიაში ერთმანეთს 80 ძაღლი შეეჯიბრა. ჩემპიონატში ოთხი გამარჯვებული ძაღლი, გაწვრთნის ხარისხითა და ვიზუალის მიხედვით უცხოელ მსაჯთა ბრიგადამ გამოავლინა.

დღის ბოლოს  საუკეთესოთა შორის რჩეული ძაღლიც გამოავლინეს. ჯიშიანი ძაღლების გამოფენა 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.