განახლებული სანაპირო ზოლი ქობულეთში

03 ივლ 2021

ქობულეთში განახლებული სანაპირო ზოლი გაიხსნა. მოეწყო ფეხით მსვლელობა, მხატვრების გამოფენა, ფრანების ფესტივალი, მოგვიანებით გაიმართება კონცერტი.ქობულეთში 3 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია 2019 წლის თებერვალში დაიწყო.

სრულიად განახლდა ბულვარი, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია. გაშენდა მწვანე ზოლი,  მოეწყო  მოსასვენებელი კუთხეები, სპორტული მოედნები. პროექტი სრულად  ადაპტირებულია შშმ მოქალაქეებისთვის. სამუშაოებისთვის 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.