“გაიღე სისხლი გადაარჩინე კიდევ ერთი სიცოცხლე"

03 ივლ 2021

''გაიღე სისხლი გადაარჩინე კიდევ ერთი სიცოცხლე" - უანგარო დონორის აქციაში კიდევ ერთი კომპანია ჩაერთო . აქცია ბათუმში შესაბამისი წესების დაცვით და რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდა.

კომპანიის თანამშრომლები სისხლის საჭიროებების მქონე ადამიანებს დაეხმარებიან. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სისხლის გადასხმა წელიწადში საშუალოდ 10-15 ათას ადამიანს სჭირდება.