საპატრიარქოს განცხადება და მოწოდება მრევლს შეკრებისკენ

03 ივლ 2021

საქართველოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ საელჩოებისა და ევროპარლამენტარების  ნაწილი ქვეყნის საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში მკვეთრად ერევა, რაც უფლებამოსილების გადამეტება და ამასთანავე შემაშფოთებელი და მიუღებელია.  ამასთან საპატრიარქო, 5 ივლისს, რა დღესაც "ღირსების მარშია" დაგეგმილი,  თანამოაზრეებს რუსთაველზე, ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

მიმართავს მოსახლეობას, მშვიდობიანად დააფიქსირონ პროტესტი, და არ აყვენ  მიზანმიმართულ პროვოკაციას.