ანომალიური სიცხე კანადაში - მსხვერპლი 720-მდე გაიზარდა

03 ივლ 2021

ანომალურ სიცხეს კანადაში მსხვერპლი მოჰყვა, რომელთა რაოდენობაც 720-ამდე გაიზარდა. განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა კოლუმბიის პროვინციაში ფიქსირდება, სადაც ჰაერის ტემპერატურა 50-გრადუს ცელსიუსს აღწევს.  ძლიერი სიცხის გამო ქვეყანას ხანძრის კერებთანაც უწევს გამკლავება, მხოლოდ გუშინ სტიქიის შედეგად სოფელი ლიტონი მთლიანად დაიწვა,  ხანძარს, სავარაუდოდ, 2 ადამიანის სიცოცხლე  ემსხვერპლა. 

კანადაში ბოლო კვირის განმავლობაში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა რამდენჯერმე დაფიქსირდა და ზოგიერთ ტერიტორიაზე 50 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.ცნობისთვის, კანადაში ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს არასოდეს გასცდენია.