აშშ-მ „ბაგრამის“ ავიაბაზა ავღანეთის ხელისუფლებას გადასცა

03 ივლ 2021

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ავღანეთის უდიდეს ავიაბაზა „ბაგრამს“ ტოვებენ.

''ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განკარგულებით, ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესი, გეგმის მიხედვით, 11 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.