ხანდაზმული აჭარიდან, რომელმაც კოვიდ-19 დაამარცხა

02 ივლ 2021

აჭარაში საუკუნეს მიტანებულს თუ საუკუნეს გადაცილებულ ადამიანს ხშირად შეხვდებით და ამ თემაზე არაერთი რეპორტაჟი მომზადებულა, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია ფაქტი, როდესაც 100 წლის ასაკის მქონე კორონავირუსულ ინფექციას ამარცხებს - ეს ზულბიე მიქელაძეა.100 წლის მხცოვანი განვლილი წლებით კმაყოფილია, თუმცა გული წყდება, რომ მეტი წარმატების მიღწევა შეეძლო.