პრაიდის მოწინააღმდეგე აქციაზე დაკავებულები შსს-მ ხელწერილის საფუძველზე გაუშვა

02 ივლ 2021

ხმაურითა და დაპირისპირებით დაწყებული  ,,პრაიდის“  კვირეული.  პირველი ღონისძიება ინციდენტის ფონზე  დასრულდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "პრაიდის კვირეულის" დაკავებული მოწინააღმდეგებიდან 20 ხელწერილით გაათავისუფლა.  3  კი იზოლატორშია გადაყვანილი. მათ საქმეზე სასამართლო უახლოეს პერიოდში იმსჯელებს. მათ  ადმინისტრაციული წესით - ხულიგნობასა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.