ქოჩარიანის პარტიამ არჩევნები გაასაჩივრა

02 ივლ 2021

სომხეთის ოპოზიციამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი სომხეთის ექსპრეზიდენტის ბლოკმა „სომხეთმა“ შეიტანა. სომხეთში ვადამდელი არჩევნები 20 ივნისს გაიმართა.

გაიმარჯვა მოქმედმა მმართველმა პარტიამ , რომელსაც სათავეში უდგას ნიკოლ ფაშინიანი.

ოფიციალური შედგების მიხედვით, ფაშინიანის პარტია ახალ პარლამენტში უმრავლესობას ჩამოაყალიბებს.