დაკავება უაქციზო საქონლის შენახვა - რეალიზაციის ფაქტზე

02 ივლ 2021

დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია  სარეალიზაციოდ განკუთვნილი  ნიკოტინის შემცველი უაქციზო ელექტრო სიგარეტი.

საქონლის ჯამური  საბაზრო ღირებულება   7 ათას 340 ლარია.