დღეს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი იწყება

02 ივლ 2021

დღეს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი იწყება, ჩემპიონობისთვის ბრძოლას 8 ნაკრები აგრძელებს.

დღეს 20:00 საათზე ესპანეთის ნაკრები შვეიცარიას ხვდება, ევრო 2020-ის ცენტრალური დაპირისპირება კი მიუნხენში, ბელგიისა და იტალიის ნაკრებებს შორის გაიმართება. ეს გუნდები აქამდე 22-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, 14 მოგება, 4 ფრე და 4 მარცხი  -  ასეთია სტატისტიკა სკუადრა აძურას სასარგებლოდ.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა დე ბრუინი და ედენ აზარი იტალიელების წინააღმდეგ გასვლას, თუმცა ბელგიის ნაკრების ორივე  ლიდერი მიუნხენში გუნდთან ერთად გაემგზავრა.