კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა

02 ივლ 2021

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება - საქართველოს მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრში აპლიკანტები დილის 8 საათიდან გამოცხადდნენ.

აბიტურიენტები დღესაც ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა.

ვირუსი 20-მდე აბიტურიენტს დაუდგინდა გუშინ. შესაბამისად, ჯამში 50-მდე აბიტურიენტია ინფიცირებული. გორგოძის თქმით, აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, დამატებითი საგამოცდო სესია დაინიშნება.