სწავლება ''ვაზიანი - 21''

01 ივლ 2021

ვაზიანის პოლიგონზე სწავლება "ვაზიანი-21“ დასრულდა.  სამხედრო წვრთნები 72 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მე-4 მექანიზებული ბრიგადის ყველა ქვედანაყოფმა მიიღო მონაწილეობა. სწავლების დასკვნით ეტაპზე მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედროებმა შეტევითი ოპერაცია განახორციელეს.

სწავლების მიზანი მე-4 მექანიზებული ბრიგადის ქვედანაყოფებს შორის მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებაა.