აჭარაში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა

01 ივლ 2021

აჭარაში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 163 პაციენტი, მძიმეა 37-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 7.

ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებშია მოთავსებული 182 პირი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 634 პირი.