30 ივნ 2021
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას ომბუდსმენი არ მიიღებს. სახალხო დამცველის თქმით, სასამართლო სისტემაში არსებული ინსტიტუციური პრობლემების გათვალისწინებით, ის უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში ჩართვაზე მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა.