აჭარაში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

30 ივნ 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 153 ადამიანი მკურნალობს. მძიმე პაციენტია 39, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 7 პირი.

561 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 - თბილისში, 182- აჭარაში. 5 759 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 4.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 743 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 291, პირი, აჭარაში - 597.