ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვია

29 ივნ 2021

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვია. ის ცოტა ხნის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.

ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს აპატურაი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს.