კემპინგსოფელი - ახალი ტურისტული ადგილი ჯვარიმინდოზე

29 ივნ 2021

ახალი ტურისტული ადგილი აჭარაში. ჯვარიმინდორის იაილები ახალ რეკრეაციული ზონა იქნება - მოლაშქრეებისა და მთაში მოგზაურობის მოყვარულებისთვის.  „კემპინგსოფელში“ დაგეგმილია კოტეჯების, კოცონის სივრცის, ბუხრის, საშხაპისა და საპირფარეშოს მოწყობა. გეგმის მიხედვით, ტენდერში წინადადებების მიღება 12 ივლისს დასრულდება, ხოლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა შესრულდეს