ენმ-ის განცხადება აუქციონზე გასასხვისებელ მიწებზე

29 ივნ 2021

ოპოზიცია აჭარის მთავრობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.  ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის მასშტაბით მიწის  ნაკვეთების აუქციონის წესით მასობრივი გასხვისება დაიწყო.

რეზო ხარაზის მტკიცებით, სახელმწიფო მიწების პრივატიზების ერთ-ერთი მიზანი მიწების მაღალჩინოსნებთან დაახლოებული ბიზნესმენებზე მიყიდვაა.  იგი არ გამორიცხავს, რომ ერთდროულად რამდენიმე მიწის ნაკვეთის გაყიდვა ადგილობრივმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნო დაანონსებული ბიუჯეტის შესავსებად გადაწყვიტა. 

ბრალდებაზე განმარტებას შესაბამისი უწყებისგან ველოდებით.