ტურისტული თავშესაფრები ჯვარიმინდორზე

29 ივნ 2021

ჯვარიმინდორზე ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა მოეწყობა. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყება ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას  გეგმავს. 

მოლაშქრეებს ჯვარიმინდორზე ღამისთევისა და დასვენების საშუალება ეკოსტანდარტებით მოწყობილ თავშესაფრებში ზაფხულის დასასრულიდან შეეძლებათ. 

ჯვარიმინდორზე ტურისტული თავშესაფრის მოსაწყობად აჭარის ბიუჯეტიდან 170 ათასი ლარია გამოყოფილი.