აჭარაში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

29 ივნ 2021

29 ივნისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში  154 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 41, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 9 პირი. 

611 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 - თბილისში, 232- აჭარაში.

5 351 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 4.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 041 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 334, პირი, აჭარაში - 572.