დაჭრა თბილისში - დაკავებულია 2 მოქალაქე

28 ივნ 2021

პოლიციამ დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 მოქალაქე.  გამოძიებით დადგინდა, რომ გუშინ  ერთ-ერთმა დაკავებულმა  საბაგიროს თანამშრომელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მეგობართან ერთად  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ორივე მათგანი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.