საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა დაუდასტურდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

28 ივნ 2021

საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან  808 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 9.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 14 074 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 102, „პისიარ“ ტესტით – 7 972.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,5%, ბოლო 14 დღის – 2,47%, ბოლო 7 დღის – 2,34%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 225 შემთხვევა, აჭარა - 21, იმერეთი - 23, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 13, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 363 874 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 350 466 გამოჯანმრთელდა, 5 275 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 254 737 ადამიანი, დღიურად აცრილია 604.