აჭარაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

28 ივნ 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 42 ადამიანი.  კლინიკა დატოვა ორმა პაციენტმა. რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 9 პაციენტი. 

კლინიკაში მკურნალობს  132 პირი, კოვიდ სასტუმროში 173, ხოლო ონლაინ კლინიკაში 229 მოქალაქე.