ევროკავშირთან ინტეგრაცია

27 ივნ 2021

ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან შვიდი წლის თავზე, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, რასაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოჰყვა და საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვება განხორციელდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ასოცირების შეთანხმებამ, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას მოიცავს, ახალი ბიძგი მისცა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარება.