წყალქვეშა არქეოლოგიის მცირე დარბაზი ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში

26 ივნ 2021

მეზღვაურთა დღესთან დაკავშირებით არქეოლოგიურ მუზეუმში, წყალქვეშა არქეოლოგიის დარბაზი გაიხსნა.

მუზეუმის ერთ სივრცეში ძვ.წ. მეექვსე საუკუნის ბოლოს და მეხუთე საუკუნის დასაწყისით დათარიღებული საბრძოლო და სავაჭრო გემის ფრაგმენტები გამოიფინა.