პეტიცია „მწვანე უბნები ბათუმს“

25 ივნ 2021

„მწვანე უბნები ბათუმს“-საინიციაატივო ჯგუფმა საკრებულოში პეტიცია დაარეგისტრირა, რომლის მიზანია  ბათუმის 14-ვე  უბანში არსებობდეს  თანაბარი და ხელმისაწვდომი მწვანე გარემო. 

იმისათვის, რომ საკრებულომ განიხილოს პეტიციის მოთხოვნა 750-მდე ხელმოწერაა  საჭირო.

მოქალაქეებს საკითხთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციის დაფიქსირება  ონლაინ შეუძლიათ.