საქართველოში ე.წ ინდური შტამის 20 შემთხვევაა დადასტურებული - ამირან გამყრელიძე

24 ივნ 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით საქართველოში ე.წ ინდური შტამის 20 შემთხვევაა დადასტურებული.

„ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ,,ინდური შტამის'' 20 შემთხვევაა დადასტურებული. ყველა მათგანი არის იმპორტირებული. ამ შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება და აღწევს დაახლოებით 10-20 პროცენტს. მოგეხსენებათ, რომ ევროპის ქვეყნებში ის ანაცვლებს ,,ბრიტანულ შტამს''. მოსალოდნელია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს მოხდეს საქართველოშიც. ამიტომ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები დასაცავია"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.