„ყვითელი ბარათი მთავრობას“ - აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასება

24 ივნ 2021

„ყვითელი ბარათი ხელისუფლებას ამერიკისგან“ - ასე აფასებენ დეპუტატები ამერიკის საელჩოს ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელზეც შესასრულებელი პუნქტები მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით ყვითლად არის ხაზგასმული.

ამერიკის სენატში ინიცირებულია 7 პუნქტიანი რეზოლუცია, სადაც აქცენტირებულია, რომ თუ სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენებისგან არ გათავისუფლდება და არ იქნება რეფორმა, რომელიც  სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველო ამერიკული ფინანსური დახმარების გარეშე დარჩება.