აჭარაში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

24 ივნ 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში  161 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 46, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 8 პირი.

579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 356 - თბილისში, 218- აჭარაში. 5 386 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 29, ხოლო აჭარაში - 4.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 187 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 745, პირი, აჭარაში - 779.