ბათუმში მცხოვრებ 15 მრავალშვილიან ოჯახს ბინები გადაეცა

23 ივნ 2021

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმში მცხოვრებ 15 მრავალშვილიან ოჯახს ბინები გადასცა.

მერიის პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ბინები საჩუქრად იმ ოჯახებს გადაეცათ, რომლებსაც 6 და მეტი შვილი ჰყავთ.

მერიის პროგრამის ფარგლებში, ბინების გადაცემა 7 და მეტ შვილიანი ოჯახებისთვის იყო გათვალისწინებული. აღნიშნული ოჯახების ბინებით დაკმაყოფილება, მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში, მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

 იმ ოჯახებს, რომლებიც პროგრამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, საჩუქრად 100-დან 130 კვმ-მდე საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ