აჭარაში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

23 ივნ 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა  55 პაციენტი.

ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 171 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 48, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 8 პირი.

583 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 357 - თბილისში, 218- აჭარაში. 5 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 29, ხოლო აჭარაში - 4.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 619 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 837, პირი, აჭარაში - 829.