მთავრობის 200 ლარიანი დახმარების მითვისების ფაქტზე 3 მოქალაქე დააკავეს

22 ივნ 2021

მთავრობის 200 ლარიანი დახმარების მითვისების ფაქტზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი, "ნაცმოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარეა.

გამოძიების ინფორმაციით,   პანდემიის დროს ინდ. მეწარმემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა ორგანიზება გაუწიეს რამდენიმე ათეული მოქალაქის  მობილიზებას და მათთვის ინდმეწარმესთან, 2020 წლის იანვარ-თებერვალში დასაქმების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაციის მომზადებას.

სუს-ის ინფორმაციით, დახმარებიდან 100 ლარს ე.წ. ატკატის სახით ართმევდნენ ბენეფიციარებს.