ქუთაისის „ტორპედო“ VS ბათუმის „დინამო“

22 ივნ 2021

დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 19-ე ტურში ბათუმის დინამო სტუმრად ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდება, ქობულეთის შუქურა კი გორში ადგილობრივ დილასთან გამართავს შეხვედრას.

ამ დროისათვის სატურნირო ცხრილში ბათუმის დინამო   38 ქულით ლიდერობს , შუქურა კი 16 ქულით მერვე პოზიციაზეა. ტორპედო დინამოს შეხვედრა 19:30 სთ დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. დილა/ შუქურას შეხვედრა კი 20:30 სთ დაიწყება.