„ერთად დამიანესთვის“ - 24 ივნისს საქველმოქმედო კონცერტია

21 ივნ 2021

„ერთად დამიანესთვის“ -24 ივნისს დამიანე ნაცვლიშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტში 18 საათზე დაიწყება.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი 20 ლარია და მისი შეძენა ონლაინ ტიკეტ.ჯი-ზეა შესაძლებელი,  კონცერტის დღეს კი ბილეთები ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სალაროებში გაიყიდება.  

ცნობისთვის,  4  წლის დამიანე ნაცვლიშვილი  ''ბურტიკის ლიმფომის" მძიმე ფორმას ებრძვის. ის ამჟამად გერმანიაში მკურნალობს და მას სოლიდურ თანხა სჭირდება. სურვილის შემთხვევაში თანხა შეგიძლიათ დარიცხოთ ეკრანზე მითითებულ საბანკო ანგარიშზეც.