მინისტრი ვიზალიბერალიზაციაზე

15 ნოე 2016

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციაზე კენჭისყრა გაიმართება, როგორც კი შეჩერების მექანიზმზე ევროკავშირის შიგნით პოზიცია შეჯერდება, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ შეთანხმება მალე მოხდება.