საქართველოში კორონავირუსისი 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი

21 ივნ 2021

საქართველოში კორონავირუსისი 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 834 პაციენტი, გარდაიცვალა 15.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 059 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 205, „პისიარ“ ტესტით – 5 854.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,35%, ბოლო 14 დღის – 2,45%, ბოლო 7 დღის – 2,62%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 260 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 166 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 17, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 9, გურია - 0, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 359 141 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 345 582 გამოჯანმრთელდა, 5 175  კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 234 410 ადამიანი, დღიურად აცრილია 922.