20 ივნ 2021
ამ წუთებში 20 ივნისს დაზარალებული აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას მართავენ.
ცნობილია, რომ აქციას სამოქალაქო მოძრაობის წევრები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უერთდებიან. ისინი აპროტესტებენ ამნისტიის კანონპროექტს, ოკუპაციას და არ აპირებენ მასთან შეგუებას.