მკვლელობა ბოლნისში

20 ივნ 2021

ბოლნისში მკვლელობა მოხდა.  არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.