დავით ზალკალიანის შეხვედრები ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე

19 ივნ 2021

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული გარემო - ეს საკითხები დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში  საგარეო საქმეთა მინისტრმა,  გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთად განიხილა.

შეხვედრაზე, ასევე,  ისაუბრეს გაეროს მნიშვნელოვან როლზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე.