ბათუმის ''დინამო“-ს კიდევ ერთი გამარჯვება

19 ივნ 2021

ეროვნული ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში ‘’დინამო’’ ბათუმმა გორის ‘’დილას’’ უმასპინძლა და გიორგი ფანცულაიას დუბლით 2-0 დაამარცხა.

‘’დინამო’’ ბათუმმა ამ გამარჯვებით ეროვნულ ლიგაში 38 ქულა დააგროვა და გუნდი ჯერჯერობით პირველ პოზიციაზე იმყოფება. მე - 18 ტურის შეხვედრა ითამაშა ქობულეთის ‘’შუქურამ’’ რომელიც მინიმალური ანგარიშით ‘’თელავთან’’ 1-0  დამარცხდა.

‘’დინამო’’ ბათუმი შემდეგ შეხვედრას ქუთაისის ‘’ტორპედოს’’ წინააღმდეგ 22 ივნისს გამართავს.   ხოლო ქობულეთის „შუქურა“ ამავე დღეს გორის ‘’დილას’’ დაუპირისპირდება.