7 წლის ბავშვს დედა და მამინაცვალი დასჯის მიზნით აწამებდნენ - შსს

19 ივნ 2021

პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე, არასრულწლოვნის მამინაცვალი და დედა -თბილისში დააკავა.დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ცოლ ქმარი არასრულწლოვანს - 2014 წელს დაბადებულს დასჯის მიზნით აწამებდნენ, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. შს სამინისტროს ინფორმაციით არასრულწლოვანი, თავის მცირეწლოვან ძმასთან ერთად, სოციალური მუშაკის მიერ გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას.