შაორის ტბაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს

17 ივნ 2021

შაორის ტბაზე მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მეხანძრე-მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მოზარდია. სკოლის მოსწავლე შაორის ტბაზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.