ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

18 ივნ 2021

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰალეში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

29 წლის ბასილაშვილი მეოთხედფინალში 25 წლის ლოიდ ჯორჯ ჰარის დაუპირისპირდა და ორ სეტში ანგარიშით 6:4,7:6 დაამარცხა. მსოფლიოს 30-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამხრეთ აფრიკელი მეტოქის დამარცხებას 1 საათი და 50 წუთი მოანდომა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალში 23 წლის რუსს ანდრეი რუბლივს შეხვდება. ახალგაზრდა რუბლივი მსოფლიოს მე-7 ჩოგანია.

ბასილაშვილი და რუბლივი ერთმანეთს 4 ჯერ შეხვდნენ და ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობა.

ეს დაპირისპირება ხვალ 19 ივნისს 13:00 საათზეა ჩანიშნული. ჰალეს გათამაშება ATP-ის 500 ქულიანი ტურნირია ,რომლის საპრიზო ფონდიც დაახლოებით 1.5 მილიონი ევროს შეადგენს.