სახალხო დამცველის ანგარიში

18 ივნ 2021

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველმა დეპუტატებს  2020 წლის ანგარიში გააცნო. ნინო ლომჯარიამ 2015-2018 წლებში გარდაცვლილი პატიმრების საქმეებზე ისაუბრა.

განაცხადა, რომ საქმის  მასალების გაცნობის შედეგად და  ექსპერტიზების თანახმად, პატიმრებს აღენიშნებოდათ სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები, რაზეც სათანადო მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში მათ არ გაეწიათ.