მოსამართლეობის კანდიდატთა სია პარლამენტს სავარაუდოდ დღეს გადაეგზავნება

18 ივნ 2021

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის სია დასამტკიცებლად პარლამენტს სავარაუდოდ დღეს გადაეგზავნება. კანდიდატებს დამტკიცებამდე ჯერ იურიდიულ კომიტეტზე მოუსმენენ. უზენაეს სასამართლოში განმწესებისთვის მოსამართლეობის კანდიდატებს  76 ხმა  სჭირდებათ.

იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ გუშინ მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს დაუჭირა.  

საბჭოს გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე სულ 46 მოსამართლე განწესდა.