სკოლის მშენებლობა ფერიაში

18 ივნ 2021

სოფელ ფერიაში ოთხსართულიანი საჯარო სკოლა შენდება. სასწავლო დაწესებულება 430 მოსწავლეზეა გათვლილი, ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის.

განათლების სამინიტროს ინფორმაციით, მშენებლობის ღირებულება 3 მილიონ ლარს აღემატება.

უწყებაში ამბობენ, რომ წელს განხორციელდება 16 სკოლისა და სპორტული დარბაზის მშენებლობის და 40 სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები.