რომის ქართულ სამრევლოს „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესია გადაეცა

18 ივნ 2021

ვატიკანის სახელმწიფოში, პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, რომის ქართულ სამრევლოს ხანგრძლივი დროებით  სარგებლობის უფლებით „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესია გადაეცა, სადაც წირვა-ლოცვა წლების განმავლობაში ქართულად აღევლინებოდა.

აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა რომის ეპარქიაში რომის პაპის ვიკართან განიხილა.